top of page

ჰასკაპი (ცხრატყავა)

ამ ახალ ხილს აქვს შესაძლებლობა გახდეს მომავლის ნაყოფი! ჰასკაპის კენკრა, რომელიც ხალხში თაფლის კენკრის სახელით არის ცნობილი, გემრიელი და ნოყიერია. ჰასკაპის მუქი ლურჯი ნაყოფი მწიფდება წითელიდან მეწამულ ფერამდე.  ნაყოფის რბილობი მდიდარია ფერადი პიგმენტებით და გამოირჩევა მაღალი კვებითი ღირებულებით. ნაყოფის ზომა და ფორმები განსხვავდება ჯიშის მიხედვით, მაგრამ უმეტესწილად  ნაყოფი მოგრძო ფორმისაა და თითოეული კენკრის წონა  1,0 – 1,5 გრამამდეა.
ნაყოფი საკამოდ არომატულია, ტკბილი და წვნიანი, წითელი და შავი მოცხარის, მოცვის და შავი ჟოლოს არომატების ნაზავით. 

მცენარე არის მრავალფუძიანი ბუჩქი, ჰგავს მოცვის მოცვის ბუჩქს და ადვილად მოსაშენებელია. ჰასკაპისთვის მოვლა-მოყვანისთვის რეკომენდებულია იგივე მეთოდების გამოყენება, რაც ლურჯი მოცვის შემთხვევაში, მაგრამ მცენარეს ზრდა განვითარებისათვის სჭირდება 5,0-ზე მაღალი pH.  ჰასკაპი კარგად იზრდება ნიადაგის უმეტეს ტიპებსა და ცივ კლიმატურ პირობებში. 

bottom of page